Sunday, November 17, 2013

ნინო ზამთარაძე-ლობჯანიძის პორტფოლიო


იხილეთ ბმული



Saturday, November 2, 2013

ტრენინგის  მე-9  დღე

დიდი ემოციებით დაიწყო დღევანდელი დღე.
გავაკეთეთ  პროექტის პრეზენტაციები.
შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.

კმაყოფილი ვარ ჩემი  და  ჩემი კოლეგების მუშაობით.

ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები



კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ დიანას. 
ტრენინგის  მე-8 დღე


დღევანდელი დღეც როგორც    წინა    დღეები ნაყოფიერი  იყო.

გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს.   გავაკეთეთ უკუკავშირი.

განვიხილეთ ფსილიტაცია.    ველოდებით ხვალინდელ დღეს,  რომელიც ყველასთვის  ძალიან მნიშვნელოვანია.

ტრენინგის  მე-7  დღე


მოვახდინეთ ერთმანეთის ნამუშევრების განხილვა, გარჩევა.    ვაჩვენეთ ერთმანეთს მოსწავლის ნამუშევრები. მოვახდინეთ უკუკავშირი.

განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.
გავეცანით შეფასების გეგმებს.
შევადგინეთ შეფასების სქემები.

მოსწავლეების შეფასების ფორმები  გავაკეთეთ.

შევაფასე ჩემი შექმნილი რუბრიკით მოსწავლეთა ნამუშევრები


ჩვენს მიერ შესრულებული ყველა დეტალის გაკეთება ჩვენი ტრენერის ქალბატონ დიანა მიქაძის დიდი დამსახურებაა.  მასთან ძალიან საინტერესო და ადვილია მუშაობა. ტრენინგზე არცერთი წუთი უქმად არ არის დაკარგული. ის ყოველთვის მზადაა გაგვიწიოს ყველანაირი დახმარება, მოგვცეს რჩევები. . .

გმადლობთ  ქალბატონო დიანა , რომ ასეთი კარგი ხართ!!!
ტრენინგის  მე-6  დღე 

სამუშაო რეჟიმში დაიწყო ტრენინგი. განვიხილეთ საშინაო დავალებები. გადავედით ახალი საკითხების განხილვაზე.
1. დავგეგმეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები
2. შევქმენით მოსწავლის რესურსი
3. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი დავაკავშირეთ კითხვებთან, მიზნებთან და 21- ე  საუკუნის უნარ-ჩვევებთან
4. გავარკვიეთ, როგორ გვეხმარება მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები მიმართულების მიმცემ კითხვებზე პასუხოს გაცემაში
5. დავათვალიერეთ მზა ნაშრომები
6. გავეცანით ნიმუშებს
ტრენინგის   მე-5  დღე 

ჩვეული სამუშაო განწყობით დაიწყო ტრენინგი. ქალბატონი დიანა პასუხობდა ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებს.
გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია.
შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები და მოვახდინეთ უკუკავშირი.
ვნახეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა.
შევაფასეთ, თუ როგორ არის მოსწავლეზე ორიენტირებული ჩვენი პროექტები.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე  (სკაიპი, სოციალური ქსელი).
დავხვეწეთ ბლოგზე მუშაობის უნარ-ჩვევები. 

ჩემი პროექტის  პრეზენტაცია
ტრენინგის მე-4 დღე

 დაიწყო ტრენინგის  მომდევნო დღე. ისევე როგორც წინა ტრენინგებზე,ქალბატონმა დიანამ გაგვაცნო დღის წესრიგი და გვისურვა წარმატებები.
მოკლედ იმ საკითხების შესახებ, რომელიც განვიხილეთ ტრენინგზე:
1. შეფასების სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები
2. გავეცანით განმავითარებელი შეფასების მიზნებსა და ფორმებს
3. შაბლონში ჩავწერეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნა
4. შევქმენით პროექტის ძირითადი მონახაზი
5. პრეზენტაციის ძირითადი ელემენტების მომზადება
6. განვიხილეთ შაბლონები და ავტვირთეთ გუგლ დოკუმენტში, გავუზიარეთ ერთმანეთს
7.დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციების გაკეთება

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ქალბატონ დიანა მიქაძეს გაწეული შრომისთვის.